logo
ENG



საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ ტრავმას მაყენებს - ანი გაბეჩავას ჩვენება

07 ივლ 202017:23
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულა ნიუსმა გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ანი გაბეჩავას, გამოკითხვის ოქმი მოიპოვა.

გაბეჩავა მცხეთის პოლიციის განყოფილებაში 5 ივლისს მივიდა, ის გამოკითხვაზე მისი ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიბარეს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიურ  ძალადობაზე საუბრობდა.

ანი გაბეჩავა ჩვენებაში დეტალურად აღწერს მის მიმართ საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებასა და ზეწოლას და ამბობს, რომ შეურაცხმყოფელი ტექსტები Facebook-ზე ვრცელდება. 

„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელ Facebook-ში საზოგადოების მხრიდან, ჩემი მისამართით ვრცელდება შეურაცხმყოფელი გამონათქვამები: ლანძღვა, გინება. ჩემზე ფსიქოლოგირი ზეწოლა არის შემდეგი სახის: 'შენ უნდა მომკვდარიყავი', 'შენ უნდა დაისაჯო', 'შე ნაგავო' და სხვა. მსგავს გამონათქვებს სოციალურ ქსელში ავრდცელებენ, როგორც პოსტების და კომენტარების სახით, ასევე პირად კომენტარებშიც. მე ისედაც მომადგა ფსიქოლოგიური ტრავმა და საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ ტრავმას მაყენებს“, - ნათქვამია ჩვენებაში.

გამოძიებას ასევე აინტერესებდა, შეუძლია თუ არა გაბეჩავას იმ პირების ამოცნობა, რომლებიც სოციალურ ქსელში მის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ავრცელებენ. გაბეჩავას თქმით, ეს არ შეუძლია, რადგან ეს "საზოგადოების უმრავლესობაა":

„არ შემიძლია იმ პიროვნებების იდენტიფიცირება, რომლებიც სოციალურ ქსელში ჩემი მისამართით ავრცელებენ ზემოაღნიშნულ გამონათქვამებს, რადგან ისინი წარმოადგენენ საზოგადოების უმრავლესობას“, - წერია ჩვენებაში.

გარდაცვლილი ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, 19 ივნისი ღამეს სწორედ ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იმყოფებოდა. უცნობია მოტივი, რა მოტივით დაედევნენ გიორგი შაქარაშვილს. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ერთერთ დაკავებულს ვახანგ ჩიქოვანს ანი გაბეჩავა მოსწონდა.

გამოძიება 5 ივლისს ამ დეტალითაც დაინტერსდა და გაბეჩავას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ამასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია. როგორც გაბეჩავა ჩვენებაში აცხადებს, მისთვის ამის შესახებ ცნობილი არ არის.

 „ჩემთვის ცნობილი არ არის, ჰყავთ თუ არა ვახტან ჩიქოვანს, ვახტანგ ახვლედიანს, გურამ ამირხანაშვილს შეყვარებული გოგონები, ან ჰყავდა თუ არა გიორგი შაქარაშვილს შეყვარებული გოგონა“,-ნათქვამია ანი გაბეჩავას ჩვენებაში.

გამოძიება ასევე დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ანი გაბეჩავას 18-19 ივნისის საღამოს რაიმე სახის დაზიანება. ექსპერტიზა გუშინ ჩაინიშნა და მისი პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 


close დახურვა